ალბათობის თეორია არის მათემატიკის ნაწილი შემთხვევითი პროცესების და მათი მატემატიკური მოდელირების შესახებ. მოცემული ცდის პირობებში ყოველ A "მოვლენას", ხდომილებას (ე. ი. ცდის კონკრეტული შედეგით დასრულებას) შეესაბამება გარკვეული რიცხვი P(A), 0-დან 1-მდე ინტერვალში – A ხდომილების ალბათობა. ისე რომ, თუ P(A) = 0, მაშინ ცდა A ხდომილებით არ დასრულდება; რაც მეტია ხდომილების ალბათობა მით მეტია ხდომილების მოხდენის შესაძლებლობა; ხოლო თუ P(A) = 1, მაშინ ცდის შედეგი აუცილებლად იქნება ხდომილება A.
იცოდით რომ?
--------------------------------------------------------------------------------
ტოპოლოგია ითვლება გეომეტრის ყველაზე უფრო ახალგაზრდა, მაგრამ ყველაზე უფრო აბსტრაქტულ დარგად.
ფერმას ბოლო თეორემა გადაუჭრელი იყო 300 წლის მანძილზე.
ამერიკელმა მათემატიკოსებმა კ. აპელმა და ვ. ჰაკენმა 1976 წელს დაამტკიცეს, რომ პოლიტიკური რუქის შეღებვისათვის საკმარისია მხოლოდ ოთხი ფერი.
1900 წელს დევიდ ჰილბერტმა პარიზში, II საერთაშორისო მათემატიკის კონგრესზე ჩამოაყალიბა 23 ამოცანა, ე. წ. ჰილბერტის პრობლემები.
ჰეპტადეკაგონი 17-კუთხა მრავალკუთხედია, რომლის აგება ფარგლით და კუთხური სახაზავით შეიძლება
გეომეტრია
გეომეტრია (ბერძნ. γη — მიწა, μετρηω — ვზომავ) — მათემატიკის დარგი, რომელიც სივრცობრივ გამზომილებებსა და მათ განზოგადოებებს შეისწავლის.
პირობითად გეომეტრიაში შეიძლება გამოიყოს შემდეგი ქვედარგები:
ელემენტარული გეომეტრია — წერტილების, წრფეებისა და სიბრტყეების, ასევე სიბრტყეებზე ფიგურებისა და სივრცეში სხეულთა გეომეტრია. მოიცავს პლანიმეტრიასა და სტერეომეტრიას.
ანალიზური გეომეტრია — კოორდინატული მეთოდის გეომეტრია. შეისწავლის წრფეებს, ფიგურებსა და გარდაქმნებს, რომლებიც მოცემულია ალგებრული ტოლობებით აფინურ ან დეკარტის კოორდინატებში, და მისთ.
დიფერენციალური გეომეტრია და ტოპოლოგია შეისწავლის წრფეებსა და ზედაპირებს, რომლებიც მოცემულია დიფერენციალური ფუნქციებით, ასევე მათ გამოსახულებებს.
ტოპოლოგია — უწყვეტობის ცნებათა შემსწავლელი მეცნიერება მის ზოგად ფორმებში.
No comments:
Post a Comment